დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| განჩინება შპს „ 3 მ ჯორჯია ავტოსერვისი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/9905-10 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 30/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111003022, 04/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2011 წლის 20 სექტემბერი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განმცხადებლის – შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
2011 წლის 1 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ გაკოტრების მმართველმა ვახტანგ კეკელიძემ წარმოადგინა შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ გაკოტრების ანგარიში და ითხოვა კრედიტორთა კრების დანიშვნა.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მიაჩნია, რომ განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
დანიშნული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს საკითხები: 1) გაკოტრების მმართველის ანგარიში და სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგები და განაწილება, 2) შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის და საქმის წარმოების დასრულების შესახებ.
დაადგინა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 6 ოქტომბერს, 14.00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №29);
2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველის საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე;
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ამავე სასამართლოში, მხარეებისათვის განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე თ. ჭუნიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები