დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ ”ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის” შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1948 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111003017, 03/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016114 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1948
2011 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სსიპ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის” შექმნის შესახებ
„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველი პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შეიქმნას სსიპ „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა“.
2. სსიპ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ სამოქმედო ტერიტორიაა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორია.
3. სსიპ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის” კომპეტენციად განისაზღვროს „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ” საქართველოს კანონით, სსიპ „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის” წესდებითა და საკუთარი წესდებით გათვალისწინებული ფუნქციები და ამოცანები.
4. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში სსიპ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის” პრეზიდენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული სსიპ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის” შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კანონით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოადგილე დ.გიორგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები