„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111003007, 11/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016057
  • Word
23
30/09/2011
ვებგვერდი, 111003007, 11/10/2011
010250020.35.169.016057
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2011 წლის 30 სექტემბერი

ქ. დედოფლისწყარო                                         

 „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №24 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების 101 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 101. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები

 1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები იქმნება საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

 2. გამგეობის ტერიტორიული ორგანოებია:

  ა) ქ. დედოფლისწყაროს ტერიტორიული ორგანო – ქ. დედოფლისწყაროს ადმინისტრაციულ-          ტერიტორიულ საზღვრებში;

ბ) სოფელ ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანო – სოფელ ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;

გ) სოფელ მირზაანის ტერიტორიული ორგანო – სოფელ მირზაანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;

დ) სოფელ არბოშიკის ტერიტორიული ორგანო – სოფელ არბოშიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;

 ე) სოფელ ოზაანის ტერიტორიული ორგანო – სოფელ ოზაანის და სოფელ თავწყაროს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;

ვ)სოფელ გამარჯვების ტერიტორიული ორგანო – სოფელ გამარჯვების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;

ზ) სოფელ ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანო – სოფელ ხორნაბუჯისა და სოფელ ჭოეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;

თ)სოფელ სამრეკლოს ტერიტორიული ორგანო – სოფელ სამრეკლოს ადმინისტრაციულ-                                                                                 ტერიტორიულ საზღვრებში;

ი)სოფელ ზემო ქედის ტერიტორიული ორგანო – სოფელ ზემო ქედის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;

კ)სოფელ არხილოსკალოს ტერიტორიული ორგანო – სოფელ არხილოსკალოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;

   ლ)სოფელ ქვემო ქედის ტერიტორიული ორგანო – სოფელ ქვემო ქედის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;

მ)სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანო – სოფელ სამთაწყაროს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;

ნ)სოფელ ფიროსმანის ტერიტორიული ორგანო – სოფელ ფიროსმანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;

ო) სოფელ საბათლოს ტერიტორიული ორგანო – სოფელ საბათლოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში.

   3. გამგეობის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

3. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში                            (ქ. დედოფლისწყარო, ჰამლეტ გონაშვილის ქ. №2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

   საკრებულოს თავმჯდომარე            ლ. ბაღაშვილი