დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში - რესურსცენტრში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 212 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111003006, 10/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.33.058.016020 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №212
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში – რესურსცენტრში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში – რესურსცენტრში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების საჯარო მოხელეებისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №247 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. აბულაძე
დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში – რესურსცენტრში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში – რესურსცენტრში ცალკეული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისად ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
გ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დ) კომუნიკაბელურობა;
ე) ანალიტიკური აზროვნება;
ვ) უცხო ენების ცოდნა (სასურველია).
მუხლი 2
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში – რესურსცენტრში ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველმა ყველა კანდიდატმა უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;
ე) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 ივლისის №317 ბრძანება – ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველმა;
ვ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ბათუმის რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის №347 ბრძანება – ბათუმის რესურსცენტრში ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველმა.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში – რესურსცენტრში განათლების დარგის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველმა კანდიდატმა დამატებით უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანება;
დ) „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანება;
ე) „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანება;
ვ) ,,განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაცემისა და საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №63/ნ ბრძანება.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში – რესურსცენტრში კულტურისა და სპორტის დარგის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველმა კანდიდატმა დამატებით უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) ,,კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში – რესურსცენტრში ფინანსისტის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი ფინანსური ან/და ბუღალტრული განათლება და კანდიდატმა დამატებით უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
ბ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;
დ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქცია.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში – რესურსცენტრში იურისტის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება და კანდიდატმა დამატებით უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
ვ) ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება;
ზ) ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანება.
6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში – რესურსცენტრში სტატისტიკოსის/ საქმისმწარმოებლის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველმა კანდიდატმა დამატებით უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები