დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 05/12/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 10/09/1998 |
ძალაში შესვლის თარიღი | 26/11/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 430003000.00.000.000177 |
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ
საქართველოს მთავრობა და თურქმენეთის მთავრობა; შემდგომში მხარეებად წოდებულნი, გამომდინარე საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების აუცილებლობიდან და აქვთ რა სურვილი ამ მიზნით აღმოუჩინონ ერთმანეთს რაც შეიძლება ფართო დახმარება, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1 ტერმინების განსაზღვრა
ამ შეთანმხების მიზნებისათვის გამოყენებული ტერმინები აღნიშნავენ: საგადასახადო კანონმდებლობა –იურიდიულ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს გადასახადების სახეებს და მათი ამოღების წესს მოცემული მხარის ტერიტორიაზე და არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობასთან, ცვლილებასთან და შეწყვეტასთან.
საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევა – მართალსაწინააღმდეგო მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც გამოიხატება გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტსი წინაშე, ვალდებულების შეუსრულებლობაში ან არასთანადო შესრულებაში, რაზედაც დადგენილია იურიდიული პასუხისმგებლობა.
კომპეტენტური ორგანოები: საქართველოს მიმართ – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ან მისი რწმუნებული ორგანო;
თურქმენეთის მიმართ– თურქმენეთის მთავარი სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია;
შემკითხავი მხარე – მხარის კომპეტენტური ორგანო, რომელიც აყენებს შეკითხვას საგადასახადო საკითხებზე დახმერბის აღმოჩენის შესახებ (შემდგომში იწოდება შეკითხვად დახმარებსი შესახებ).
შეკითხვის მიმღები მხარე – მხარის კომპეტენტური ორგანო, რომელიც იღებს შეკითხვას საგადასახადო საკითხებზე დახმარების შესახებ.
მუხლი 2 შეთანხმების გამოყენების სფერო
მხარეები კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით უწევენ ერთმანეთს ურთიერთდახმარებას:
საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების თავიდან აცილებასა და აღკვეთაში;
იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის შესახებ შეკითხვასა ან საინიციატივო წესით ინფორმაციის მიწოდებაში;
ეროვნული საგადასახადო სისტემის შესახებ და საგადასახადო კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში;
კომპიუტერული სისტემების შექმნასა და ფუნქციონირებაში, რომელნიც უზრუნველყოფენ კომპეტენტური ორგანოების მუშაობას;
გადასახადის გადამხდელებთან და კომპეტენტურ ორგანოებთან მუშაობის ორგანიზებაში, საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე კონტროლის უზრუნველსაყოფად მეთოდური რეკომენდაციების დამუშავების ჩათვლით;
კადრების სწავლებასა და სპეციალისტების გაცლის საქმეში;
სხვა საკითხებზე, რომელნიც მოითხოვენ ერთობლივ მოქმედებას.
ამ შეთანხმების დებულებები არ ეწინააღმდეგება კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლობას, სხვა შეთანხმებებთან შესაბამისად, რომლებიც დადებულია მხარეებს შორის.
მუხლი 3 დახმარების შესახებ შეკითხვის ფორმა და შინაარსი
დახმარების შესახებ შეკითხვა გაიგზავნება წერილობითი ფორმით, თანდართულ განსახილველ აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად. განსაკუთრებულ შემთხვევებში დახმარების შესახებ შეკითვხა შეიძლება მოხდეს ზეპირი ფორმით, მისი შემდგომი წერილობითი დადასტურებით შესაძლო მოკლე ვადებში.
შეკითხვა დახმარების შესახებ უნდა შეიცავდეს:
შემკითხავი კომპეტენტური ორგანოს დასახელებას;
შეკითხვის მიმღები კომპეტენტური ორგანოს დასახელებას;
შეკითხვის მიზანს და მიზეზს;
გადასახადის გადამხდელის დასახელებას (სახელს) და მისამართს, ვის მიმართაც კეთდება შეკითხვა;
შეკითხვის არსისა და მასთან დაკავშირებული იურიდიული გარემოებების მოკლე გადმოცემას, განსახილველი პერიოდისა და გადასახადის კონკრეტული სახეების მითითებით.
შეკითხვა უნდა მოხდეს რუსულ ენაზე. მხარეთა თხოვნით წარსადგენი მასალა შეიძლება გადათარგმნილი იქნეს ქართული ან თურქმენული ენებიდან.
შეკითხვის მიმღებ კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს გამოითხოვოს დამატებთი იფნორმაცია მიღებულ შეკითხვაზე დახმარების შესახებ.
მუხლი 4 დახმარების შესახებ შეკითხვის შესრულების წესი
კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს უწევენ დახმარებას ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
შემკითხავ კომპეტენტურ ორგანოს შეიძლება მისი თხოვნთი ეცნობოს მომქედებსი ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ, რომელიც ხორციელდება დახმარების შესახებ შეკითხვის შესასრულებლად, ხოლო მისი წარმომადგენლები, დამატებითი შეთანხმების შემთხვევაში, შეიძლება დაესწრონ მის ჩატარებას.
თუ შეკითხვა დახმარებსი შესახებ შეუძლებელია შესრულებულ იქნეს შეკითხვის მიმღები კომპეტენტური ორგანოს მიერ, იგი შეკითხვის მიღებიდან ერთი თვის ვადაში წერილობით ატყობინებს ამის შესახებ შემკითხავ კომპეტენტურ ორგანოს დახმარებაში უარის მიზეზებსი მითითებით.
დახმარების შესახებ შეკითხვის შესრულებაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ მისი შესრულება ეწინააღმდეგება შეკითხვის მიმღები მხარის ეროვნულ კანონმდებლობას.
მუხლი 5 წარმოდგენილი ინფორმაციის შინაარსი
კომპეტენტური ორგანოები საკუთარი ინიციატივით ან დახმარების შესახებ შეკითხვის საფუძველზე, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად აწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას, რომელიც შეეხება:
საწარმოების, მათი ფილიალების და წარმომადგენლობებსი რეგისტრაციას, მათი ადგილმდებარეობის, დაქვემდებარების, საკუთრების ფორმის და სხვ მონაცემების ჩათვლით.
იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფო და კომერციულ ბანკებში ანგარიშების გახსნას, აგრეთვე ამ ანგარიშებზე ფულადი სახსრების ოდენობას და მოძრაობას.
იურიდიული და ფიზიკური პირების გადასახადით დასაბეგრი ყველა სახის შემოსავლებსა და ობიექტებს, რომელიც მიღებულია მოცემული მხარსი ტერიტორიაზე, გადასახადების გადახდილ თანხებს და სხვა საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადით დაბეგვრასთან.
მუხლი 6 დოკუმენტებისა და სხვა მასალების წარმოდგენა
შეკითხვის მიმღები კომპეტენტური ორგანო დახმარების შესახებ შეკითხვაზე წარმოადგენს ნორმატიულ აქტებს, დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს და სხვა მასალებს, რომლებიც აუცილებელია საგადასახადო გამოძიების შესასრულებლად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება შეკითხვის მიმღები მხარსი ეროვნულ კანონმდებლობას.
დოკუმენტებისა და სხვა მასალების დედნები შეიძლება გამოთხოვილი იქნეს იმ შემთხვევაში, ოდესაც დამომწებული ასლები გამოძიებისათვის არ არის საკმარისი. დოკუმენტებისა და სხვა მასალების გადაცემული დედნები დაბრუნებული უნდა იქნეს შეთანხმებულ ვადაში.
მასალები შეიძლება მიწოდებულ იქნეს კომპიუტერიზირებული ინფორმაციის სახზით იმ თანმხლები ინფორმაციის დამატებითი გადაცემით, რომელიც აუცილებელია ამ მასალის განმარტებისათვის.
საჭიროების შემთხვვაში ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოები დაამოწმებენ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა დოკუმენტებს, რომლებიც ესაჭიროება მეოერ მხარეს გადასახადით დაბეგვრისათვის, ზემდგომ კომპეტენტურ ორგანოებთან დამატებითი შეთანხმების გარეშე.
მუხლი 7 ინფორმაციის წარდგენის წესი
შეკითხვა დახმარების შესახებ, დოკუმენტები, მასალები და სხვ ინფორმაცია გადაიცემა მხარეების მიერ განსაზღვრული წესის მიხედვით.
დახმარება ხორციელდება ოფიციალური თანამდებობის პირების პირდაპირი კავშირების ფარგლებში, რომელნიც განისაზღვრება კომპეტენტური ორგანოების ხელმღვანელების მიერ.
მუხლი 8 კონფიდენციალურობის დაცვა
ინფორმაცია, რომელიც ეხება კონკრეტულ გადასახადის გადამხადელს, არის კონფიდენციალური და მისი უზრუნველყოფა ხდება დაცვის რეჟიმით შეკითხვის მიმღები კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნების შესაბამისად. მიღებული ინფორმაცია მხარეების მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მიზნით, რაც გათვალისწინებულაი ამ შეთანმხებით, მათ შორსი ადმინისტრაციული ან სასამართლოს გარჩევისათვის. სხვა მიზნებისათვის ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შეკითხვის მიმღები მხარის თანხმობით.
მუხლი 9 შეთანხმების შესრულება
მხარეები ისწრაფვიან ურთიერთთანხმობის მიღწევისაკენ საკამათო საკითხების მოწესრიგებაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენებისას.
მხარეები აუცილებლბის შემთხვევაში გამართავენ კონსულტაციებს ამ შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობის შეფასებისათვის და მასში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობისათვის. ასეთი კონსულტაციების ჩატარების ვადები დამატებით განსიაღზვრება მხარეების მიერ.
მუხლი 10 შეთანხმების ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა
ეს შეთანხმება ძალაში შედსი მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულებსი შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების თარიღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში, მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდების განმავლობაში. შეთანხმება წყვეტს თავის მოქმედებას ექვსი თვის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც ერთ–ერთი მხარე წერილობითი ფორმით აცნობებს მეორე მხარეს თავის განზრახვას შეწყვიტოს მისი მოქმედება.
შესრულებულია ქ. აშკაბატში 1997 წლის 5 დეკემბერს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქმენულ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.
მხარეთა შორის ამ შეთანხმების ქართულ და თურქმენულ ენებზე ტექსტებსი მიმართ უთანხმოების შემთხვევაში, საფუძვლად გამოიყენება ამ შეთანხმების რუსული ტექსტი.
საქართველოს მთავრობის სახელით
თურქმენეთის მთავრობის სახელით
დოკუმენტის კომენტარები