„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 128
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110930005, 30/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016195
  • Word
128
30/09/2011
ვებგვერდი, 110930005, 30/09/2011
040030000.22.027.016195
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 128

2011 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის        30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

       „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

  მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულების 2 1 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) მიიღონ განცხადება პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, პირადობის და მუდმივი ბინადრობის მოწმობის, საინფორმაციო ბარათის, მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის განცხადების წარდგენის დღესვე გაცემის, ასევე ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის და დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის თაობაზე და გასცენ შესაბამისი დოკუმენტი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განახორციელონ პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის პერსონალიზაცია; ”;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ -“ ქვეპუნქტები:

„დ) გასცენ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა /ც ობა, თუ შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია დასტურ ება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ასევე უზრუნველყონ შესაბამის სამსახურში გამოცხადებული დაინტერესებული პირისათვის მათ მიერ გასაცემი დამზადებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის/ცნობის და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა;

ე) მიიღონ განცხადება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის/ცნობის განცხადების წარდგენის დღესვე გაცემის თაობაზე, თუ შესაბამისი სამოქალაქო აქტი ფიქსირდება ს ააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ასევე ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის განცხადების წარდგენის დღესვე გაცემის თაობაზე და გასცენ შესაბამისი მოწმობა/ცნობა;

ვ) უზრუნველყონ შესაბამის სამსახურში გამოცხადებული დაინტერესებული პირისათვის მათ მიერ გასაცემი დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის, საინფორმაციო ბარათის და მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა;

ზ) უზრუნველყონ შესაბამის სამსახურში გამოცხადებული დაინტერესებული პირისათვის მათ მიერ გასაცემი ლეგალიზებული და აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის გაცემა.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ სააგენტოს ძველი თბილისის და ბათუმის სამსახურები.“ .

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი