დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 163/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110929011, 29/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016200 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №163/ნ
2011 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით (სსმ III, 05.02.2010, №14, მუხ.165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანება 2011 წელს შემოდგომის სემესტრში სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა 7 ოქტომბრამდე. ბრძანება გამოცემიდან 7 დღის ვადაში იგზავნება ცენტრში და შესაბამისი სტუდენტის მობილობა აისახება რეესტრში.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები