საქართველოს კანონთა წიგნის სარედაქციო საბჭოს დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს კანონთა წიგნის სარედაქციო საბჭოს დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 372
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 24/05/2002
სარეგისტრაციო კოდი 010240030.11.106.005309
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
372
23/05/2002
სსმ, 50, 24/05/2002
010240030.11.106.005309
საქართველოს კანონთა წიგნის სარედაქციო საბჭოს დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/05/2002 - 10/03/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.309

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №372

2002 წლის 23 მაისი

 ქ. თბილისი

საქართველოს კანონთა წიგნის სარედაქციო საბჭოს დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულების ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ მე-4 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონთა წიგნის, მომზადებისა და გამოცემის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს კანონთა წიგნის სარედაქციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

1. რ. გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

2. კ. კუბლაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოდგილე;

3. ზ. ეზუგბაია – საქართველოს იუსტიციის  მინისტრის მოადგილე;

4. გ. წკრიალაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

5. ვ. ცერცვაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის, სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის უფროსი;

6. გ. თავაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების რეგისტრაციის და კოდიფიკაციის სამმართველოს უფროსი;

7. ს. გამყრელიძე – გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) პროექტის კოორდინატორი;

8. ნ. კვაჭანტირაძე – საქართველოს კანონთა წიგნისა და საკანონმდებლო მაცნეს მთავარი რედაქტორი;

9. ბ. კოჭლამაზაშვილი – საქართველოს კანონთა წიგნისა და საკანონმდებლო მაცნეს მთავარი რედაქტორის მოადგილე, მდივანი.

მოწვეული სპეციალისტები:

1. გ. ინწკირველი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კონსტიტუციური სამართლისა და სამართლის თეორიის კათედრის გამგე, აკადემიკოსი;

2. რ. შენგელია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

3. ჯ. ხეცურიანი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;

4. ლ. ჭანტურია – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

5.  თ. ნინიძე – საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი;

6. ვ. ლორია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საფუძვლების კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

 7. პ. ცნობილაძე – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ჟურნალ ,,სამართლის“ მთავარი რედაქტორი;

8. მ. ცაცანაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი;

9. ზ. ადეიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი;

10. გ. გეწაძე – ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ,,აირის საქართველოს“ უფროსი იურიდიული მრჩეველი;

11. დ. უსუფაშვილი – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორის მოადგილე.

II. დამტკიცდეს საქართველოს კანონათა წიგნის სარედაქციო საბჭოს თანდართული დებულება.

როლანდ გილიგაშვილი

საქართველოს კანონთა წიგნის სარედაქციო საბჭოს დებულება

ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს კანონთა წიგნის სარედაქციო საბჭოს (შემდგომში – სარედაქციო საბჭო) კომპეტენციას და საქმიანობის წესს.

2. სარედაქციო საბჭოს შექმნა მიზნად ისახავს საქართველოს კანონთა წიგნის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხების კოლეგიალურ განხილვას სამართლებრივად სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად.

3. სარედაქციო საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

4. სარედაქციო საბჭოს გაუქმება ან მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.

სარედაქციო საბჭოს სხდომის მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. სხდომა მოიწვევა მინისტრის გადაწყვეტილებით პერიოდულად ან საჭიროების შემთხვევაში.

2. სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს მინისტრი.

3. სხდომას თავმჯდომარეობს მინისტრი – სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი – მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც ამავე დროს არის სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

4. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სარედაქციო საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

5. სარედაქციო საბჭოს ყოველი წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.

6. სარედაქციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

7. სარედაქციო საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც იმავდროულად არის სარედაქციო საბჭოს წევრი.

8. სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების სახით. სარედაქციო საბჭოს დადგენილებაში აღინიშნება დადგენილების მიღების თარიღი, რიგითი ნომერი (სხდომის რიგითობის მიხედვით) და გადაწყვეტილების შინაარსი. სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.

9. სარედაქციო საბჭოს სხდომა შეიძლება გადაიდოს თავმჯდომარის ან მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილის გადაწყვეტილებით.

10. სარედაქციო საბჭოს სხდომის მიმდინარეობა ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.