„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8123
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 19/09/2011
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110929008, 30/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016017
  • Word
8123
19/09/2011
ვებგვერდი, 110929008, 30/09/2011
000000000.00.00.016017
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №8123

2011 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის            2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №11):

ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ.ა) დოკუმენტური კონტროლისდა „ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება;

ბ.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება;;

ბ) მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. დოკუმენტური კონტროლისა და ,,ოქროს სიის” მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილების ფუნქციებია:

ა) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სასაქონლო დეკლარაციების შევსება;

ბ) რეგისტრირებული დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნვეყოფა;

გ) ყვითელ დერეფანში განსაზღრული დეკლარაციის გაფორმებისა და გამოყენებული სასაქონლო ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით:

გ.ა) დანიშნულების საგადასახადო ორგანოში საქონლის წარდგენის, პირობებისა და ვადების შემოწმება და სათანადო რეაგირება;

გ.ბ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის, საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის, იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);

გ.გ) სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

გ.დ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;

.ე) საგადასახადო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;

გ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდელების დარიცხვა;

დ) ვალდებულების შესრულების გარანტიებზე (საბანკო გარანტია, ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი, დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში), მათ შესრულებასა და გაუქმებაზე, თანხების ჩამოჭრაზე მონიტორინგის განხორციელება;

ე) გამოყნებული სასაქონლო ოპერაციის პირობებისა და ვალდებულების, აგრეთვე, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით, სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ზ) საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;

თ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ი) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.

3. სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, რუსთავის განყოფილებების ფუნქციებია:

ა) საქონლის გაფორმებისა და გამოყენებული სასაქონლო ოპერაციების დასრულების მიზნით:

ა.ა) დანიშნულების საგადასახადო ორგანოში საქონლის წარდგენის პირობებისა და ვადების შემოწმება და სათანადო რეაგირება;

ა.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სასაქონლო დეკლარაციების შევსება;

ა.გ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის, საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის, გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);

ა.დ) სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

ა.ე) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;

ა.ვ) საგადასახადო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;

ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდელების დარიცხვა;

ბ) რეგისტრირებული დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნვეყოფა;

გ) გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის პირობებისა და ვალდებულებების, აგრეთვე, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით, სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატური კონტროლი;

დ) განყოფილებაში წარდგენილ საგადასახადო ვალდებულების დაფარვის გარანტიებზე (საბანკო გარანტია, დაზღვევა, დეპოზიტი და სხვა), მათ შესრულებასა და გაუქმებაზე, თანხების ჩამოჭრაზე მონიტორინგის განხორციელება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ვ) საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;

ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

თ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

. ებანოიძე