დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ურთიერთქმედებაზე შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 269 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/05/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47, 17/05/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.11.118.005286 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.0001.11.118.005.286
საქართველოს შინაგან საქმეთა მინიტრისა და საქართველოსსტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ერთობლივი ბრძანება №269-95
2002 წლის 10-3 მაისი
ქ. თბილისი
სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ურთიერთქმედებაზე შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ
საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ (მუხლი 29, პუნქტი 1 – „სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატი შესაბამისობის სერტიფიკატის სავალდებულო შემადგენელი ნაწილია“), საქართველოს კანონის „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ (მუხლი 6, პუნქტი 2) და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 ნოემბრის №656 ბრძანებულების „საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის განმტკიცებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორგანიზაციულ-სამართლებრივი და მატერიალურ-ტექნიკური სრულყოფის ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების შესახებ“ (პ. 3.5) შესაბამისად, სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკაციის სისტემის შემდგომი განვითარებისა და სრულყოფის მიზნით, ვბრძანებთ:
1. გატარდეს სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სახელმწიფო რეესტრში სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკაციის სისტემა.
2. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქსტანდარტი უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება და რეალიზება;
ბ) პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის წესების დადგენა და სამუშაოების ჩატარება;
გ) ეროვნული სტანდარტების და სტანდარტიზაციის სხვა ნორმატიული დოკუმენტების მიღება, რომლებიც ადგენენ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში პროდუქციისა და მომსახურების მიმართ მოთხოვნებს;
დ) სასერტიფიკაციო ორგანოებისა და საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაცია და საინსპექციო კონტროლის ჩატარება;
ე) პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის ექსპერტების მომზადება;
ვ) სავალდებულო და ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის სისტემების და შესაბამისობის ნიშნების სახელმწიფო რეგისტრაციის ჩატარება;
ზ) სავალდებულო სერტიფიკაციის წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა;
თ) გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფა.
3. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ცენტრალურ ორგანოს, უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის შემუშავება;
ბ) სახანძრო უსაფრთხოების სისტემის განვითარება და სრულყოფა;
გ) სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის განსაზღვრა;
დ) პროდუქციისა და მომსახურების სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შემუშავებისა და მიღების ორგანიზება;
ე) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობა;
ვ) სახანძრო უსაფრთხოების სისტემის რეესტრის წარმოება;
ზ) სახანძრო უსაფრთხოების სფეროში პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
4. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქსტანდარტის ერთობლივი ქმედებები სახანძრო უსაფრთხოების სფეროში:
ა) კანონპროექტების, სამართლებრივი აქტებისა და განკარგულებითი დოკუმენტების მომზადება;
ბ) მიღებული გადაწყვეტილებების ურთიერთშეთანხმება და მიღებული დოკუმენტების ურთიერთგაცვლა.
კ. ნარჩემაშვილი
ბ. შოშიტაიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები