საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის N835 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის N835 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 127
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 29/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.016194
  • Word
127
29/09/2011
ვებგვერდი, -, 29/09/2011
040150000.22.027.016194
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის N835 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 127

2011 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის           19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით (სსმ III, 19.07.2004 წ., №73, მუხლი 646) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სააგენტოს მიზანია ერთიანი საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და მისამართების რეესტრის ფორმირება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.“;

 ბ) მე-2 პუნქტის „ა“– „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის და მისამართების რეესტრის წარმოება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, დამისამართების პროცესში სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;

ბ) საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის და მისამართების რეესტრის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისდა მისამართების რეესტრის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ) საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისდა მისამართების რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის მეთოდური ხელმძღვანელობა და შესაბამისი მითითებების შემუშავება;

ე)    საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისდა მისამართების რეესტრის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;“.

2. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტები:

ჟ) ტექნიკური აღრიცხვის არქივის სამსახური;

რ) არქივის სამსახური;

ს) სამისამართო სამსახური.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი