ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 003
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 28/09/2011
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110929003, 29/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 300160070.55.067.016003
  • Word
003
28/09/2011
ვებგვერდი, 110929003, 29/09/2011
300160070.55.067.016003
ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება № 003

2011 წლის 28 სექტემბერი

ქ. ბათუმი

ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის 001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის 1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. შევიდეს ცვლილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №001 „ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ (ვებგვერდი, 110817019, 18/08/2011) მე-10 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი

1. 2012 წლის 15 თებერვლიდან ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებს, გარდა თევზსაჭერი და თევზსარეწი გემებისა, მოეთხოვებათ საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაციის (IACS) წევრი საკლასიფიკაციო საზოგადოებების მიერ გაცემული სერტიფიკატები.

2. 2012 წლის 15 მაისიდან თევზსაჭერ და თევზსარეწ გემებს მოეთხოვებათ საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაციის (IACS) წევრი საკლასიფიკაციო საზოგადოებების მიერ გაცემული სერტიფიკატები.

3. საკლასიფიკაციო საზოგადოებებს, რომლებიც არ არიან საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაციის (IACS) წევრები, მიეცეთ უფლება, 2011 წლის 15 დეკემბრამდე გასცენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკ ტები საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ იმ გემებზე, რომლებიც იმყოფებიან მათი ზედამხედველობის ქვეშ.

4. საკლასიფიკაციო საზოგადოებებს, რომლებიც არ არიან საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაციის (IACS) წევრები, მიეცეთ უფლება, 2012 წლის 15 თებერვლამდე გასცენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკ ტები საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ და თევზსარეწ გემებზე .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თ. იობიძე