„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 162/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110929002, 29/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016199
  • Word
162/ნ
28/09/2011
ვებგვერდი, 110929002, 29/09/2011
040030000.22.022.016199
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №162/ნ

2011 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233) დამტკიცებულ საჯარო სკოლის წესდებაში (დანართი 1) შეტანილ იქნეს ცვლილება და 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.   პანსიონის ხარჯები შეიძლება დაიფაროს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან/და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით”.

მუხლი 2. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართ №2-ში გასწორდეს დაშვებული ტექნიკური შეცდომა და:

 

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის 36-ე გრაფაში ნაცვლად „ექმთიმე თაყაიშვილის” მიეთითოს „ექვთიმე თაყაიშვილი” და 36-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

36

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №163 საჯარო სკოლა

ვაზისუბნის დას., მე-3 მ/რ, 1-ლი კვარტალი

დაწ-საბ-საშ

                                                                                                                                                       “;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის 30-ე გრაფაში ნაცვლად ,,სოფელი როდინოული” მიეთითოს „სოფელი როდინული” და 30-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

30

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

სოფელ ოდინულის საჯარო სკოლა

სოფელი როდინული

დაწ-საბ-საშ

                                                                                                                                                       “;

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავიდან ამოღებულ იქნეს მე-12 გრაფა.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი