დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფარასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 161/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110929001, 29/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016198 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №161/ნ
2011 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №44 ბრძანებით (სსმ III, 30.01.2009 წ, №11, მუხ.114) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის წარმოება, კერძოდ: რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექტორების, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მათი მოვალეობის შემსრულებელ მოადგილეებს, მოვალეობის სხვა შემსრულებლებს, სამეურვეო საბჭოს წევრებს სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.”;
ბ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1” ქვეპუნქტი:
„ვ1) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის წარმოება, კერძოდ: რეგისტრაციაში ატარებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.”;
გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ7” და „8” ქვეპუნქტები:
„თ7) რეგისტრაციაში გაატაროს საჯარო სკოლების დირექტორები, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მათი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილეები, მოვალეობის სხვა შემსრულებლები, სამეურვეო საბჭოს წევრები სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, შემდეგი პირობების დაცვით:
თ7.ა) მონაცემი რეგისტრირდება მისი წარდგენიდან 30 დღის ვადაში;
თ7.ბ) მონაცემი არ რეგისტრირდება, თუ დარღვეულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნები;
თ7.გ) მონაცემი რეგისტრირებულად მიიჩნევა, თუ სააგენტო მის წარმდგენს 30 დღის ვადაში არ აცნობებს აღმოჩენილი კანონდარღვევის შესახებ;
თ7.დ) მონაცემი, რომელიც აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განლაგებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უკავშირდება, რეგისტრირდება შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენის საფუძველზე;
თ8) რეგისტრაციაში გაატაროს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
თ8.ა) მონაცემის რეგისტრაცია ხორციელდება მისი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში;
თ8.ბ) მონაცემი არ რეგისტრირდება, თუ დარღვეულია „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნები;
თ8.გ) თუ სააგენტო მონაცემის წარმდგენს ერთი თვის ვადაში არ აცნობებს აღმოჩენილი დარღვევის შესახებ, მონაცემი რეგისტრირებულად ითვლება.”;
დ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1” ქვეპუნქტი:
„ლ1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსებს.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები