,,ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 27/09/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მერის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110928004, 29/09/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016040
  • Word
30
27/09/2011
ვებგვერდი, 110928004, 29/09/2011
010260030.52.101.016040
,,ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №30

2011 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის №34 ბრძანებით (სსმ V, №72 , 31.12.2010, მუხ. 2149) დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებაში შევიდეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

1. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;

ბ) საპროექტო განყოფილება;

გ) ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილება;

დ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილება.

2. ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია:

ა) საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესების ორგანიზება და მოვლა-პატრონობა;

ბ) სანიაღვრე კოლექტორებისა და ქსელის რეაბილიტაციის, მშენებლობის პროცესების ორგანიზება და მოვლა-პატრონობა;

გ) გარე-განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა;

დ) ზამთრის სეზონში, ძლიერი თოვლცვენის დროს, ქუჩებზე და მოედნებზე მარილის მოყრის სამუშაოების ზედამხედველობა;

ე) დედაქალაქის შადრევან-აუზებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა, გვირაბების, ხიდებისა და გზაგამტარების, მოაჯირების და პარაპეტების, საყრდენი კედლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესების ორგანიზება და მოვლა-პატრონობა;

ვ) მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზება და გატარება;

ზ) საგზაო ინფრასტრუქტურის ობიექტების (მათ შორის , გზები, ქუჩები, გზაგამტარები, ხიდები, გვირაბები, ჯებირები, პარაპეტები), სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების, საყრდენი კედლების, ავარიული შენობა -ნაგებობების აღდგენა -რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესის მონიტორინგი და ზედამხედველობა;

თ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

3. საპროექტო განყოფილების ფუნქციებია:

ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად საჭირო მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზება და გატარება (საპროექტო დავალებების შედგენა, ტექნიკური პირობების აღება და შეთანხმება, დასაპროექტებელ ტერიტორიაზე არსებული კომუნიკაციების გამოკვლევა და სხვა) ;

ბ) საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა:

ბ.ა) გზებისა და ქუჩების მშენებლობასა და კაპიტალურ შეკეთებაზე;

ბ.ბ) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე;

ბ.გ) საყრდენი კედლების, მოაჯირებისა და პარაპეტების მოწყობაზე;

ბ.დ) სანიაღვრე ქსელების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე;

ბ.ე) ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებზე;

) შედგენილი ან/და მიღებული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზაზე გადაცემა;

დ) ექსპერტიზაგავლილი საპროექტო დოკუმენტაციის დადგენილი წესით შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის აღება, კანონმდებლობით გათვალისწინეულ შემთხვევებში;

ე) მცირე მოცულობის ან პროექტით გაუთვალისწინებელ სამუშაოებზე დეფექტური აქტების შედგენა. საჭიროების შემთხვევაში – პროექტის კორექტირება;

ვ) დაფარული სამუშაოების აქტების, საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შეთანხმების ოქმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;

ზ) ობიექტის საბოლოო მიღება -ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის მიღება;

თ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

4. ტექნიკურ -ეკონომიკური განყოფილების ფუნქციებია:

ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის ( სამუშაოს, მომსახურების, საქონლის შესყიდვა) ტექნიკური დავალებების მომზადე ბა;

) სამსახურის მიერ შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოების მოცულობების, ერთეულის ფასებისა და საერთო ღირებულებების სისტემატიური კონტროლი, ანალიზი და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციების და ცნობების მომზადება ;

) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ დასაბუთებულ გაანგარიშებებ მომზადება. მონაწილეობის მიღება საბიუჯეტო გეგმების, მიზნობრივი პროგრამებისა და სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების ფორმირებაში;

დ) სათანადო დოკუმენტაციის მომზადება დამტკიცებულ ბიუჯეტში ასიგნებების გადანაწილების ან/და ცვლილებების შეტანის თაობაზე;

) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ქ. თბილისის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშისათვის სამსახურის ბიუჯეტით განხორციელებ ლი პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულების შესახებ შესაბამის ინფორმაციებ მომზადება ;

ვ) ქ. თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატური კოორდინაცია, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით;

) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

თ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

5. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:

 ა) დასუფთავების წესების დარღვევისათვის წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე საჩივრის განხილვა და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;

 ბ) კეთილმოწყობის წესების დარღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გატარება, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

 გ) სამსახურის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებელ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

 დ) დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში კონტროლის განხორცილება;

 ე) დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად სათანადო ღონისძიებების გატარება და ამოღებული თანხების მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში;

 ვ) დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვის ორგანიზება, დავალიანების დარიცხვისათვის საინფორმაციო ბაზის წარმოება და საჭიროების შემთხვევაში, კორექტირების უზრუნველყოფა;

 ზ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების საფასურის (ტარიფის) დარიცხვის სისწორის დადგენის მიზნით, აღნიშნული მომსახურების განმახორციელებელი პირისაგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა;

 თ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.’’.

 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ოქტომბერს.

ქ. თბილისის მერი                                                                                                         გ. უგულავა