დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 504 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/09/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110927031, 30/09/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016251 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №504
2011 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, №172, 31.12.2010, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 153 მუხლის :
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. კერძო საგადასახადო ინსპექტორი საკონტროლო შესყიდვას ახორციელებს საკუთარი სახსრებით ნაღდი ანგარიშსწორებით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 4. კერძო საგადასახადო ინსპექტორმა საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისთანავე გადასახადის გადამხდელს უნდა წარუდგინოს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული კერძო საგადასახადო ინსპექტორის მოწმობა, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. კერძო საგადასახადო ინსპექტორი უფლებამოსილია განახორციელოს ოპერაციის გაუქმება ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად.“.
2. 153 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7- მე-9 პუნქტები:
,,7. ოპერაციის გაუქმების ფაქტი ფორმდება ,,კერძო საგადასახადო ინსპექტორის მიერ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ“ ოქმით (დანართი № 21). აღნიშნული ოქმი გადასახადის გადამხდელისათვის წარმოადგენს ოპერაციის გაუქმების საფუძველს.
8. იმ შემთხვევაში, თუ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვისას საგადასახადო სამართალდარღვევა არ გამოვლინდა, კერძო საგადასახადო ინსპექტორი უფლებამოსილია, არ გაამჟღავნოს საკუთარი ვინაობა.
9 . კერძო საგადასახადო ინსპექტორი ვალდებულია პროცედურის განხორციელებიდან არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა საგადასახადო სამართალდარღვევისა და ,,კერძო საგადასახადო ინსპექტორის მიერ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ“ ოქმები წარადგინოს საგადასახადო ორგანოში.“.
3. დანართი № 2-ის შემდეგ დაემატოს დანართი № 21 თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 12 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ . პეტრიაშვილი
დანართი №21
შემოსავლების სამსახური
ოქმი №
კერძო საგადასახადო ინსპექტორის მიერ განხორციელებული
საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ
1 |
|
| 20 წ. |
| 2 |
|
| 3 | 20 წ. |
|
| № | გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე |
(შედგენის თარიღი) (საგადასახადო ორგანოს დასახელება) (რიცხვი, თვე)
4 |
|
(კერძო საგადასახადო ინსპექტორის სახელი და გვარი, პირადი ნომერი)
5 |
|
(მოქმედების დაწყებისა და დამთავრების დრო (წელი, თვე, რიცხვი, საათი წუთი))
6 |
|
თანდასწრებით
(დამსწრე პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
7 |
|
განვახორციელე
(გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, ფაქტიური მისამართი)
|
საქონლის/მომსახურების
|
კერძოდ,
(საქონლის/მომსახურების ზუსტი დასახელება და აღწერა; გადახდილი/შეთავაზებული თანხის ოდენობა)
|
8. საკონტროლო შესყიდვის შედეგები:
|
(საკონტროლო შესყიდვის პროცედურის შინაარსი; სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში - შედგენილი ოქმის ნომერი; განხორციელდა თუ არა ოპერაციის გაუქმება; დაბრუნებული ან/და დაუბრუნებელი საქონლის დასახელება და მიღებული ფულის ოდენობა და სხვა.)
ოქმის სისწორეს ვადასტურებთ ხელმოწერით:
კერძო საგადასახადო ინსპექტორი -------------------------- --------------------------
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
გადასახადის გადამხდელი ან/და -------------------------- --------------------------
მისი თანამშრომელი -------------------------- -------------------------
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
დამსწრე პირები: -------------------------- -------------------------
-------------------------- -------------------------
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
|
შენიშვნა
|
დოკუმენტის კომენტარები