„შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 370
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110927023, 28/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016530
  • Word
370
23/09/2011
ვებგვერდი, 110927023, 28/09/2011
040170020.10.003.016530
„შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 370

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი  1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნ­ქტის შესაბამისად, „შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსის­ტემის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების  სპე­ცი­ა­ლუ­რი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №20 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №10, მუხლი 111) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახსრებით სა­ქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამ­ტკი­ცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვე­პუნ­ქტის საფუძ­ველზე დამტკიცდეს სს „საქართველოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტემის“ მიერ ელექტროენერგიის გა­და­ცე­მა-დის­პეტჩერიზაციის შეუ­ფერ­ხებლად განხორციელე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო საქონლისა და მომსახუ­რების შესყიდვების გან­ხორცი­ე­ლე­ბის თანდართული სპეციალური წესი.“.

მუხლი 2. „შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ წესში (შემდგომში – წე­სი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ელექ­ტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის შეუფერხებლად გა­ნ­ხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების  შესყიდ­ვების განხორციელების სპეციალური წესი“.

2. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი ვრცელდება სს „საქართველოს სახელ­მწი­ფო ელექტრო­სისტემის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავ­შირებული საქონლისა (დანართი №1) და მომსახუ­რე­ბის (დანართი №2) სახეებზე.

2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტე­მის“ მიერ გან­სახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება „სახელ­მწიფო შესყიდ­ვების შესახებ“ საქარ­თვე­­ლოს კანონი და მის საფუძ­ველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“.

3. მე-2 მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ შესყიდვე­ბის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:“.

4. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შემსყიდველი ორგანიზაცია – სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საფასური – ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ამ წესით განსაზღვრული სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც რჩება სა­წარ­მოს განკარგულებაში;“.

5. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

„გ) საქონლის მიწოდება, ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად;“;

ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„ა) შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად მოწვე­ულნი არიან შესასყიდი საქონლის მწარმოებელი კომპანიების ან/და მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური დილერები და შესყიდვა ხო­რ­­ციელდება მწარმოებელი კომპანიების ან/და მათი დილერებისაგან. მოსა­წ­ვევ პირებს განსაზღვრავს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექ­ტრო­სის­ტემა;“.

6. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნ­ველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის მო­თხოვნით გამო­იყენება ხელშეკრულების უზრუნველყოფის (შეს­რულების) გარან­ტი­რების მექანიზმი ან დაზღვევის მოთხოვნა. გარანტიის ოდენობა არ უნ­და აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10 პრო­­ცენტს და არ უნდა იყოს 2 პროცენტზე ნაკლები. ამასთან, გარან­ტირების მექანიზმი ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდე­ბულოა, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინას­წა­რი ანგარიშსწორება (გარდა აკრედიტივის ფორმით ანგარიშსწორებისა); აღნიშნულ შემ­თხვევაში ხელშეკრუ­ლების უზრუნველყოფის (შესრულების) საგარან­ტიო თან­ხის ოდენობა განისაზღვრება არანაკლებ წინასწარი ანგა­რიშ­სწორების თანხის ოდენობისა. წინასწარ ანგარიშსწო­რებაზე გარანტი­რების მექანიზმის ან დაზღვევის გამოუ­ყენებ­ლობის შესახებ გადა­წყვეტილებას იღებს სს „საქარ­თველოს სახელმწიფო ელექტროსის­ტემის“ რეაბილიტაციის მმართველი ან მის მიერ შესაბამისად უფლე­ბამოსილი ორგანო (მმართველთა საბჭო).“.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                   ნ. გილაური