„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 369
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110927022, 27/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 010140010.10.003.016529
  • Word
369
23/09/2011
ვებგვერდი, 110927022, 27/09/2011
010140010.10.003.016529
„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 369

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 უხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კა­ნო­ნის მე‑20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „მიგ­რაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დე­ბულების დამტკი­ცების სახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის­ 13 ოქტომბრის 314 დადგე­ნილებაში (სსმ, 19.10.2010 წ.) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებუ­ლების:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიზანი

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია მიგრაციის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლი­ტიკის განსაზღვრისა და საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით.“.

2. მე‑2 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. კომისიის ამოცანები“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) წინადადებების შემუშავება ემიგრაციიდან დაბრუნებული საქარ­თვე­ლოს მოქალაქეების რეინტეგრაციისათვის;“.

3. მე‑3 მუხლში:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის ა1 – ა5 ქვეპუნქტები:

„ა1) დაამყაროს ურთიერთობები უცხო ქვეყნის სახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის შიგნით მონაწილეობა მიიღოს მიგრაციის საკითხებზე საერთა­შო­რისო დოკუმენტების მომზადებასა და განხილვაში;

2) განახორციელოს დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორ­დინაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიგრაციის საკით­ხებზე სახელმწიფო ორგანოებში პროექტების ინიცირებისა და იმპლემენ­ტა­ციისას;

3) სხვა ქვეყნის ორგანოებთან გააფორმოს შეთანხმებები მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენს საერთაშო­რისო ხელშეკრულებას;

4) აღმოუჩინოს დახმარება უცხო ქვეყნის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან მიგრაციის სა­კით­ხებზე კომუნიკაციის განხორციელებაში;

5) განიხილოს სამართლებრივი აქტის პროექტები, რომლებსაც შეუძ­ლია ზეგავლენა მოახდინოს მიგრაციის მართვის სხვადასხვა სფეროს მი­კუთვ­ნებულ საკითხებზე.“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სხვა საჯარო დაწესებულებე­ბისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანო­ბი­სათვის აუცილებელი ინფორმაცია;“.

4. მე‑4 მუხლში:

ა) მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. კომისიის ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომე­ლიც:

ა) უძღვება კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს კომისიის მდივნის წარდგი­ნებით;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ე) უზრუნველყოფს კომისიის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღო­ნისძებების განხორციელებას.“;

გ) მე‑3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.“;

დ) მე‑5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე‑5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნ­ველყოფა

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნ­ველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფე­როში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეეს­ტრის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) კომისიის დავალებათა შესრულების მიზნით კომისიის შემადგენ­ლობაში შემავალი საჯარო დაწესებულებების წარმომადგენელთა შორის ინ­ფორმაციის გაცვლისა და ურთიერთობის კოორდინაციას;

ბ) მიგრაციის სფეროში საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომ­ზა­დე­ბას;

გ) კომისიის დახმარებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში;

დ) კომისიის მიერ ინიცირებული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადებას;

ე) კომისიის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური