დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 366 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110927019, 28/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.10.003.016526 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/09/2011 - 24/01/2012)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №366
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში (სსმ, 2006 წ., მუხ. 1854) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების მე‑3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოები და გაცემის წესი
1. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო;
ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის შემთხვევაში ნებართვა ასევე შეიძლება გასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ნებართვის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ნებართვის აღება შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ პორტალში.
3. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი ბრძანებით.“.
მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში ერთობლივად შეიმუშაონ და საქართველოს მთავრობას წარმოუდგინონ „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის თაობაზე.
მუხლი 3. დადგენილება, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.
მუხლი 4. დადგენილების მე‑2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები