„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თოაბაზე

  • Word
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თოაბაზე
დოკუმენტის ნომერი 2176
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 04/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 02/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 240.090.000.05.001.001.251
  • Word
2176
07/05/2003
სსმ, 15, 04/06/2003
240.090.000.05.001.001.251
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თოაბაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 3.06.2002, მუხ.61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს პროდუქციის წარმოების სფეროში:

ნ.ა) ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის წარმოება – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – „სამტრესტი“;

ნ.ბ) ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მათ შორის, მინერალური წყლის, სასაქონლო პროდუქციის წარმოება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – „საქმინხილწყალი“;

ნ.გ) ყველა სხვა სახის კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოება – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ვეტერინარიის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებისა და ვაჭრობის სფეროში:

ჟ.ა) ვეტერინარული საქმიანობა, მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა საკვების წარმოება და ვაჭრობა, სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების ფუნქციონირება – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი;

ჟ.ბ) პესტიციდების წარმოება და ვაჭრობა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახური;

ჟ.გ) აგროქიმიკატების წარმოება და ვაჭრობა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური;“;

გ) „ც“, „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) აგროქიმიურ და ნიადაგის დაცვისა და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური;

ძ) სამყნობი, სათესლე და სარგავი მასალების წარმოება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო;

წ) მეცხოველეობის სფეროში სანაშენე საქმიანობა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მეცხოველეობისა და სანაშენე საქმის დეპარტამენტი.“.

2. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ო.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო.ე) პესტიციდების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახური;“;

ბ) „ო.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო.ზ) მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ცხოველთა საკვების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი;“;

გ) „ო“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო.თ“ და „ო.ი“ ქვეპუნქტები:

„ო.თ) აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური;

ო.ი) კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქტების იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახური;“;

დ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი საწარმოს ნებართვა დადგენილი ტექნიკური და ტექნოლოგიური რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა:

ყ.ა) ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის საწარმოებზე – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – „სამტრესტი“;

ყ.ბ) ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის საწარმოებზე –საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – „საქმინხილწყალი“;

ყ.გ) ყველა სხვა სახის კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს საწარმოებზე – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 7 მაისი.

№2176IIს