„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 23/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110927003, 29/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 15/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.025.016042
  • Word
198
23/09/2011
ვებგვერდი, 110927003, 29/09/2011
010320040.22.025.016042
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №198

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს  ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის 55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და  ,,საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის 133 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის  ,,ჟ” ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის 55 ბრძანებით (სსმ, 95, 31/07/2009) დამტკიცებულ ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინადადების საფუძველზე.” .

ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სტაჟიორის მოთხოვნით და ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარდგინებით მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს სტაჟირების ვადა 6 თვემდე.” .

გ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11

1. სტაჟიორს უფლება აქვს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის წინაშე დასვას საკითხი მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.

2. მინისტრი ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.“ .

დ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15

  სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველკვარტალურად და სტაჟირების ვადის გასვლისთანავე მიაწოდოს ინფორმაცია ადმინისტრაციულ დეპარტამენტს სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.“ .

ე) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით.” .

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ხეთაგური