დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „ჰოლდინგი ბიზნეს კორპორაცია“ |
| მიღების თარიღი | 26/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110926026, 27/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „ჰოლდინგი ბიზნეს კორპორაციის“ მიერ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „ჰოლდინგი ბიზნეს კორპორაციის“ დირექტორი იწვევს აქციონერთა საერთო კრებას 2011 წლის 20 ოქტომბერს 15:00 საათზე მისამართზე – ქ.თბილისი, ჭავჭავაძის 70.
აქციონერებმა კრებაზე დასასწრებად რეგისტრაცია უნდა გაიარონ 14:45 საათიდან 15:00 საათამდე.
√ აქციონერი უფლებამოსილია კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება;
√აქციონერი უფლებამოსილია კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში კრების დღის წესრიგს დაამატოს საკითხი.
დღის წესრიგი:
1. 2010 წლის სამეურნეო შედეგები (დირექტორის ანგარიში);
2. სამეთვალყურე საბჭოს არჩევნები;
3. აუდიტის არჩევა;
4. აქციონერთა მიერ დადგენილი საწესდებო კაპიტალის შევსების საკითხი;
√ პარტნიორის – ირაკლი კუბლაშვილის პარტნიორობიდან გარიცხვის საკითხი;
√ ირაკლი კუბლაშვილის წილის 12.5%-ის (150 000 ცალი ჩვეულებრივი აქციის) საზოგადოების პარტნიორებზე გადანაწილების საკითხი ნომინალურ ღირებულებაში საწესდებო კაპიტალის შევსების გზით პროპორციულად ან შენატანის პროპორციულად;
5. სხვადასხვა მიმდინარე საკითხები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები