დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 167 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110926024, 28/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100040000.22.038.016066 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №167
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებით (სსმ, ვებ პორტალი, 110406012, 11/04/2011წ.) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტები:
„ვ) განმცხადებლის ხელმოწერა და თარიღი;
ზ) მსჯავრდებულის თანხმობა/უარი და მისი ხელმოწერა (აისახება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გაგზავნილ განცხადების ასლზე).“.
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსის 71 პუნქტი:
,,71. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №156 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაწესებულება გადასულია განსაკუთრებულ რეჟიმზე, მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის გამართვის თარიღსა და დროს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო, რასაც განმცხადებელს ატყობინებს წერილობით ან სხვა ნებისმიერი სახის საკომუნიკაციო საშუალებით.“.
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. მსჯავრდებულთან ვიდეოპაემანზე ერთდროულად შესაძლებელია დაიშვას არა უმეტეს 3 პირი. ვიდეოპაემანზე ერთდროულად დასაშვებ პირთა დადგენილი ლიმიტი არ ვრცელდება 10 წლამდე ბავშვებზე’’.
დ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ე) პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„(დანართი №1)
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(არასაპატიმრო სასაჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსი)
1. განმცხადებლის მონაცემები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
პირადი № ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
_____________________________________________________________________________________
(ტელეფონის ნომერი, მისამართი რეგისტრაციის მიხედვით/ფაქტობრივი)
_____________________________________________________________________________________
(მსჯავრდებულის სახელი, გვარი, მამის სახელი)
_____________________________________________________________________________________
(დაწესებულება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებული)
_____________________________________________________________________________________
(ვიდეოპაემნის განხორციელების თარიღი: რიცხვი, თვე, წელი)
_____________________________________________________________________________________
(განმცხადებლის კავშირი მსჯავრდებულთან)
2. ვიდეოპაემანში მონაწილე პირის მონაცემები: –––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
პირადი № ––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ვიდეოპაემანში მონაწილე პირის კავშირი მსჯავრდებულთან)
3. ვიდეოპაემანში მონაწილე პირის მონაცემები: –––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
პირადი № ––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ვიდეოპაემანში მონაწილე პირის კავშირი მსჯავრდებულთან)
–––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––
(განმცხადებლის ხელმოწერა და თარიღი) (მსჯავრებულის თანხმობა/უარი და
ხელმოწერა)“
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები