აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

  • Word
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/1849
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2011
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110926022, 26/09/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1-1/1849
22/09/2011
ვებგვერდი, 110926022, 26/09/2011
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ

ბრძანება №1-1/1849

2011 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბ” ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის 20.09.11 წლის №S001498 წერილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის №1-1/1850 ბრძანებით შექმნილი კომისიის 09.09.11 წლის სხდომის №12 ოქმის და დასკვნის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიენიჭოს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება. კერძოდ,

პატვაკან აპოიანის საკუთრებაში არსებული 7600.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების სარეგისტრაციო კოდი _ 63.22.39.202), 340.00 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი (საექსპროპრიაციო ფართი _ 4264.2 კვ.მ.).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ქონების ექსპროპრიაციის მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მინისტრის  პირველი მოადგილე                   ა. კეკელია