„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 506
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110926020, 29/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016250
  • Word
506
26/09/2011
ვებგვერდი, 110926020, 29/09/2011
200090000.22.033.016250
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 506

2011 წლის 26  სექტემბერი

ქ. თბილისი

 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ტერიტორიაზე №III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება (მათ შორის, რეალიზაცია) ხორციელდება დანართი №III-09 ფორმის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (შემდგომში „ნსაფ“), გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული №III-08 დანართში აღნიშნული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდების (მათ შორის, რეალიზაცია) შემთხვევისა.

2. ნსაფ არის მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტი, აქვს ორი ასოსგან შემდგარი სერია (გარდა კომპიუტერული ნსაფ-ისა) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი. ნსაფ-ის სერია არის: იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას აი“, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვისათვის ან სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენისას შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას „აშ“, საბითუმო მიწოდებაზე „ას“, საცალო მიწოდებაზე „აა“.

3. კომპიუტერულ ნსაფ-ს აქვს სამი ასოსგან შემდგარი სერია და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი. კომპიუტერული ნსაფ-ის სერია არის: იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას „კაი“, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვისათვის ან სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენისას შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას „კაშ“, საბითუმო მიწოდებაზე „კას“, საცალო მიწოდებაზე კაა“.“

2. მე-60 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული საქონლის გასხსვისებისას შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტები.“.

3. 622  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც ხორციელდება ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ნებისმიერი ფორმით შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება (მათ შორის, რეალიზაცია), გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდების (მათ შორის, რეალიზაცია) შემთხვევისა, ან რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება.“.

4. 626  მუხლი მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) ან სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენისას შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მე-6 და მე-7 გრაფებში ჩაიწერება მე-4 და მე-5 გრაფების მონაცემები.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                . პეტრიაშვილი