დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 126 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110926012, 26/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.027.016193 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №126
2011 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის № 27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის № 27 ბრძანებით (სსმ III, 2009 წ., № 11, მუხლი 118) დამტკიცებული დანართი № 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №1
საქართველოს მთავარი პროკურატურა
| № | საშტატო ერთეული | თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი |
| 1 | მთავარი პროკურორი | 3910.0 |
| 2 | მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე | 3520.0 |
| 3 | მთავარი პროკურორის მოადგილე | 3400.0 |
| 4 | დეპარტამენტის უფროსი | 2930.0 |
| 5 | I კატეგორია – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 2450.0 |
| 6 | დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი | 2450.0 |
| 7 | II კატეგორია – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (აპარატის (დეპარტამენტის) უფროსის მოადგილე) | 2345.0 |
| 8 | I კატეგორია – სამმართველოს უფროსი | 2345.0 |
| 9 | II კატეგორია – სამმართველოს უფროსი | 2000.0 |
| 10 | სამმართველოს უფროსის მოადგილე – მთავარი ბუღალტერი | 2000.0 |
| 11 | უფროსი პროკურორი (ანტიკორუფციული დეპარტამენტი) | 2370.0 |
| 12 | პროკურორი (ანტიკორუფციული დეპარტამენტი) | 2310.0 |
| 13 | უფროსი პროკურორი | 1900.0 |
| 14 | პროკურორი | 1870.0 |
| 15 | პროკურორ-კრიმინალისტი | 1840.0 |
| 16 | განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი | 2430.0 |
| 17 | განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი | 2310.0 |
| 18 | I კატეგორია – აპარატის (დეპარტამენტი) მრჩეველი, აპარატის (დეპარტამენტი) ეკონომიკური სამმართველოს მრჩეველი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მრჩეველი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი | 1500.0 |
| 19 | II კატეგორია – მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მთავარი პროკურორის მოადგილის მრჩეველი, აპარატის (დეპარტამენტი) მრჩეველი, აპარატის (დეპარტამენტი) ეკონომიკური სამმართველოს მრჩეველი, საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის მრჩეველი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს მრჩეველი, ანტიკორუფციული დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი | 1050.0 |
| 20 | სპეციალისტი | 500.0 |
| 21 | I კატეგორია – მძღოლი (მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მთავარი პროკურორის მოადგილის – მძღოლი) | 535.0 |
| 22 | II კატეგორია – მძღოლი | 500.0 |
“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები