„საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №274 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №274 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 125
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110926011, 26/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 110060000.22.027.016192
  • Word
125
26/09/2011
ვებგვერდი, 110926011, 26/09/2011
110060000.22.027.016192
„საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №274 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 125

2011 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბ რის 274 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

  მუხლი 1. „საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბ რის 274 ბრძანებით (სსმ III, 27.11. 2008 წ., 168 , მუხლი 17 18) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. მე-5 და მე-6 მუხლებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. აპარატის უფროსი

1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. აპარატ უფროსი იმავდროულად არის აპარატეკონომიკური სამმართველოს უფროსი.

3. აპარატის უფროსი:

ა) ახორციელებს აპარატის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს აპარატის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას;

ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს აპარატის ეკონომიკური სამმართველოს საქმიანობას;

გ) ანაწილებს ფუნქციებს აპარატის მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

) ხელს აწერს აპარატში და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

) აკონტროლებს აპარატის მუშაკების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

) კონტროლს უწევს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს აპარატის მუშაობის სრულყოფის შესახებ;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს აპარატის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა აპარატის ამოცანების შესასრულებლად;

) პერიოდულად ისმენს აპარატის მუშაკთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს აპარატის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4 . აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს აპარატის უფროსის მოადგილე.

    მუხლი 6. აპარატის უფროსის მოადგილე

1. აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომ ლსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. აპარატის უფროსი ს მოადგილე:

ა) ხელს უწყობს აპარატის უფროს ს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს აპარატის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) აპარატის უფროსისა და ხელმძღვანელობის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება- მოვალეობებს.

3 . აპარატის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით აპარატზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.“.

2. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.  

3. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სამმართველოს უფროსის მოადგილე ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ზედამხედველობს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; აპარატის უფროსისა და მისი მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. ;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

  მუხლი 2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი