„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 502
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110926008, 28/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016247
  • Word
502
26/09/2011
ვებგვერდი, 110926008, 28/09/2011
200090000.22.033.016247
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 502

2011 წლის 26  სექტემბერი

ქ. თბილისი

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

 მუხლი 1.  ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ III, 3.01.11წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

     „მუხლი 49. ოპერაცია, რომელიც არ მიეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას

ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება:

ა) ფიზიკური პირის მიერ ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ რეგისტრირებულ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე GPRSდა crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატის უსასყიდლოდ მიწოდება.“.

მუხლი 2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                              პ. პეტრიაშვილი