დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 498 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/09/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110926007, 28/09/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016246 |
საქართველოს ფინანასთა მინისტრის
ბრძანება №498
2011 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. 33-ე მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,, 4. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი ხილ-ბოსტნეულის განადგურება და აღნიშნული პროდუქციის გაუვარგისების გამო მისი ფაქტობრივი რაოდენობა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებულზე ნაკლებია, მაშინ გადასახადის გადამხდელი ,,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ ( დანართი № 24) მოცემული ცხრილის მე-4 სვეტში ავსებს ჩამოსაწერი ხილ-ბოსტნეულის ფაქტობრივ რაოდენობას, ხოლო მე-5 და მე-6 სვეტებში უთითებს ამ პროდუქციის გაუვარგისებამდე სააღრიცხვო მონაცემებში არსებულ ერთეულის ფასს და თავდაპირველი რაოდენობის მთლიან ღირებულებას.”.
2. 35-ე მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,, 7. იმ შემთხვევაში, როცა სმფ-ის განადგურება ვერ ხერხდება გადასახადის გადამხდელის ტერი ტორიაზე, იგი უნდა განხორციელდეს სხვადასხვა სახის ნარჩენების განთავსების ან განადგურებისთვის სპეციალურად მოწყობილ ადგილებში.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . გვინდაძე
დოკუმენტის კომენტარები