„ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110923009, 29/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 410080000.22.025.016041
  • Word
195
22/09/2011
ვებგვერდი, 110923009, 29/09/2011
410080000.22.025.016041
„ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №195

2011 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა  სახეობების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა  სახეობების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №175 ბრძანებაში (სსმ, 05.09.2011 წ., ვებგვერდი 110902008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველისა) სახეობების დამტკიცების შესახებ.

2. ბრძანების პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დამტკიცდეს თანდართული ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) სახეობები.

2. ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების  (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) სახეობების კვოტებს ადგენს და ანაწილებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბუნებრივი რესურსების სააგენტო.

3. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბუნებრივი რესურსების სააგენტო.“.

3. ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. მურა დათვის, ირმის, დასავლეთ კავკასიური ჯიხვისა და დაღესტანური ჯიხვის, კავკასიური როჭოს და კასპიური შურთხის გარემოდან ამოღება, განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით.“.

4. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი

ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა

გადამფრენი ფრინველებისა) სახეობები

 

       1. ძუძუმწოვრები

 

 

ქართული დასახელება

 

 

ლათინური დასახელება

 

1. ნუტრია

Myocastor coypus

2. კურდღელი

Lepus europaeus

3. მაჩვი

Martes meles

4.  ტყის კვერნა

Martes Martes

5.  ქვის კვერნა

Martes foina

6.  მგელი

Canis lupus

7.  ტურა

Canis aureus

8. მელა

Vulpes vulpes

9.  ენოტისებური ძაღლი

Nyctereutes procyonoides

10.  ტყის კატა

Felis silvestris

11.  გარეული ღორი

Sus scrofa

12.  შველი

Capreolus capreolus

13. ენოტი

Procyon lotor

 

       2. ფრინველები

 

 

ქართული დასახელება

 

 

ლათინური დასახელება

 

1. ხოხობი

Phasianus colchicus

2. კაკაბი

Alectoris graeca

3. დურაჯი

Francolinusfrancolinus

4. გნოლი

Perdix perdix

 

                                                                                                                               .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი . ვალიშვილი