დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის N166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 23/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110923006, 27/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016040 |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №79/04
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით (სსმ III, 10.07.2007, №97, მუხ. 1040) დამტკიცებული წესების დანართი №4-ის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საგადახდო საბუთების შევსება ხდება ქართულ ენაზე. დასაშვებია საგადახდო დავალების ინგლისურ ენაზე შევსება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ო. ნადარაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები