დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „მარგებელი“ |
| მიღების თარიღი | 21/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110922017, 22/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სს „მარგებელის“ აქციონერთა საყურადღებოდ
სს „მარგებელის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2011 წლის 20 ოქტომბერს, დღის 14: 00 საათზე.
სს „მარგებელის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. სს „მარგებელის“ შვილობილი (ჰოლდინგში შემავალი) კომპანიების მიერ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისაგან EBRD კრედიტის აღების განხილვა;
2. სს „მარგებელის“ მიერ დივიდენდის განაწილების საკითხის განხილვა;
3. სხვადასხვა.
2011 წლის 20 ოქტომბრის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით სს „მარგებელის“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
1. სს „მარგებელის“ შვილობილი (ჰოლდინგში შემავალი) კომპანიების მიერ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისაგან EBRD კრედიტის აღებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
1. დივიდენდების განაწილების საკითხის განხილვა.
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
1. სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობა.
სს „მარგებელის“ აქციონერთა კრება გაიმართება საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, სოფ. დიღომი, ნაკვეთი №204 (ამჟამად ნაკვეთის ნომერია: 034/546).
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2011 წლის 20 ოქტომბერს, დღის 12:00 საათზე.
სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2011 წლის 31 სექტემბერი.
აქციონერთა კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2011 წლის 10 ოქტომბრიდან სს „მარგებელის“ აქციების რეგისტრატორთან – შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან’’, მისამართი: ქ. თბილისი, 0162, ი. ჭავჭავაძის გამზ. 14 ა.
სს „მარგებელის“ დირექტორი ა. სვიმონიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები