,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/09/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110922008, 26/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.162.016058
  • Word
34
16/09/2011
ვებგვერდი, 110922008, 26/09/2011
010260020.35.162.016058
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2011 წლის 16 სექტემბერი

ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებით (სსმ V, N50, 03.11.2010 წ., მუხ. 1360) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეები

1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ იღებს საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წინადადების საფუძველზე.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, გარანტიები , წახალისებისა და ასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით“.

2. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 10. დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა

 ამ დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხდებაადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონისა დანორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  ა. მაილაშვილი