დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110922007, 26/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.162.016057 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/09/2011 - 27/01/2012)
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2011 წლის 16 სექტემბერი
ქ. ახმეტა
ახმეტ ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე -5 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების შესაბამისად , ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ახმეტ ის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესი ( დანართი 1) .
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
დანართი №1
ახმეტ ის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა (შემდგომში – რწმუნებული) მიერ ბეჭდის გამოყენების საფუძველსა და პირო ბებს.
მუხლი 2. რწმუნებულის ბეჭედი და ხელმოწერა
1. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომე ლიც მას გადაეცემა გამგებლის ბრძანების საფუძველზე, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით.
2. რწმუნებულის ბეჭედი გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას შესრულებული დოკუმენტ ის დასამოწმებლად.
3. ბეჭდის ანაბეჭდი და ისმება ისე, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერი პირის თანამდებობის დასახელების ნაწილი. თუ დოკუმენტი შედგება ერთზე მეტი ფურცლისგან, ბეჭედი დაისმება ისე, რომ მან მოიცვას ყველა ფურცელი.
4. შესრულებულ მოქმედებას რწმუნებულის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე არ აქვს იურიდიული ძალა.
5 . იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი ხელმოწერილია რწმუნებულის მიერ და არ აქვს დასმული ბეჭედი, დოკუმენტი უნდა წარედგინოს უფლებამოსილ რწმუნებულს ბეჭდის დასასმელად. თუ იმ დროისათვის ბეჭედი, რომელიც რწმუნებულს ჰქონდა მოქმედების შესრულების მომენტისთვის, განადგურებულია, მაშინ რწმუნებული ვალდებულია ხარვეზის გამოსასწორებლად დოკუმენტს დაუსვას ის ბეჭედი, რომელიც აქვს ხარვეზის გამოსწორების მომენტისათვის და ამის შესახებ დოკუმენტზე გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა.
6 . რწმუნებული პასუხისმგებელია ბეჭდის უსაფრთხო შენახვისათვის . ბეჭდის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .
7. ბეჭდის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში რწმუნებული ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგებელს.
8. რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში ამ მუხლ ით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, გამგებლის ბრძანების საფუძველზე, ახორციე ლებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 3. წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა
ამ წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხდება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები