თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/09/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110922006, 26/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.162.016056
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
32
16/09/2011
ვებგვერდი, 110922006, 26/09/2011
010250040.35.162.016056
თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/09/2011 - 27/01/2012)

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2011 წლის 16 სექტემბერი

ქ. ახმეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :

 მუხლი 1. დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულება“ (თან ერთვის).

 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 ოქტომბრის №32 დადგენილება.

 3. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ა. მაილაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოები (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) იქმნება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით.

2. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულების, აგრეთვე საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. ტერიტორიულ ორგანოს აქვს საკუთარი ბლანკი, შტამპი და ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.

4. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

    მუხლი 2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა

1. ტერიტორიული ორგანო შედგება გამგეობის რწმუნებულისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა საჯარო მოხელეებისაგან.

2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს გამგეობის რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

3. ტერიტორიული ორგანოს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

4. ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს საკრებულო.

    მუხლი 3. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მოსახლეობასთან ურთიერთობების სფეროში

მოსახლეობასთან ურთიერთობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებთან (თანამდებობის პირებთან);

ბ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

დ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;