„იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის N576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის N576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 779
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110921009, 22/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.016057
  • Word
779
21/09/2011
ვებგვერდი, 110921009, 22/09/2011
140120000.22.034.016057
„იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის N576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №779

2011 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 07 ივლისის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 07 ივლისის №576 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110707019, 08/07/2011წ.) დამტკიცებული წესის:

ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბალისტიკური შემოწმების აქტში ძირითადი ელემენტების, აგრეთვე ტიბჟირის აღნიშვნა ხორციელდება ლათინური ასოებით (ჩარჩო – a, ლულა b, ტიბჟირი – c, ლულის კოლოფი – d, ჩამკეტი – e, დოლურა f), რომლებიც დაიტანება იარაღის ძირითადი ელემენტის ან ტიბჟირის საიდენტიფიკაციო ნომრის წინ. ამასთან, იარაღის ტიპისა და კონსტრუქციული თავისებურების გათვალისწინებით, სააგენტოს თანამშრომელი განსაზღვრავს, რომელი საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ძირითადი ელემენტის ასახვაა საჭირო ბალისტიკური შემოწმების აქტში.“;

ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეგისტრაციისათვის განკუთვნილ იარაღზე (მის ძირითად ელემენტებზე) საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება და დადამღვა ხორციელდება, თუ:

ა) სანადირო გლუვლულიან იარაღს (თოფს) ჩარჩოზე ან/და ლულაზე ან/და ტიბჟირზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) სანადირო ხრახნილლულიან იარაღს (კარაბინს ან შაშხანას) ჩარჩოზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) სანადირო კომბინირებულ იარაღს ჩარჩოზე ან/და ლულაზე ან/და ტიბჟირზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;

დ) პისტოლეტს ან რევოლვერს ჩარჩოზე ან/და ლულაზე ან/და ჩამკეტზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;

ე) ცალკე რეგისტრაციისათვის განკუთვნილ ძირითად ელემენტს (გარდა დოლურასი) არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი.“

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი