„ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 20/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110921008, 22/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016008
  • Word
8
20/09/2011
ვებგვერდი, 110921008, 22/09/2011
220090000.11.004.016008
„ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №8

2011 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1. ,,ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებით (სსმ III, 15.06.2010 წ, №68, მუხ.1011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბანკნოტები/მონეტები, რომელიც ეძღვნება რაიმე მნიშვნელოვან თარიღს, მოვლენას, პიროვნებას ან სხვა თემას და მათი მახასიათებლები ნაწილობრივ ან მთლიანად განსხვავდება მიმოქცევის ბანკნოტების/მონეტებისაგან. ასეთი სახის მონეტების დასამზადებლად შეიძლება გამოყენებულ იქნს ძვირფასი ან სხვა სახის ლითონი“.

2. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მიმოქცევის მონეტების შემთხვევაში – თითოეული ნომინალისათვის განსხვავებული ზომა (დიამეტრი და/ან სისქე) და/ან შემადგენლობა, საინვესტიციო მონეტების შემთხვევაში – განსხვავებული ზომა (დიამეტრი)“.

3. მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-10 პუნქტი:

„10. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მიმოქცევის ბანკნოტებზე/მონეტებზე, რომელთა დამზადება ხორციელდება 2005 წლამდე გამოშვებული ბანკნოტების/მონეტების იდენტური დიზაინის მიხედვით..

4. მე-4 მუხლის მე-2– მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მიმოქცევის ბანკნოტების/მონეტების დამზადების მოცულობა განისაზღვრება არანაკლებ მომდევნო სამი წლის საპროგნოზო მოთხოვნის გათვალისწინებით.

3. მიმოქცევის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბანკნოტების/მონეტების დამზადების სამუშაოების დაწყება ხორციელდება მიმოქცევაში ნაღდი ფულის ოდენობის შესახებ მაკროეკონომიკური საპროგნოზო მაჩვენებლისა და შესაბამისი გაანგარიშების მიხედვით ეროვნული ბანკის სისტემაში არსებული ცალკეული ნომინალის არანაკლებ 18 თვის საკმარისი მარაგის დადგომისთანავე.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი პირობების მიუხედავად, მიმოქცევის ბანკნოტების/მონეტების დამზადების მოცულობის განსაზღვრისა და შესაბამისი სამუშაოების დაწყების მიზანშეწონილობის საკითხს, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განიხილავს და წყვეტს ეროვნული ბანკის საბჭო.“.

5. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ნაღდი ფულის მიმოქცევასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები“.

მუხლი 2. ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებითა და მონეტებით შეუფერხებელი დაკმაყოფილების მიზნით.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                      ა. მესტვირიშვილი