,,ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთა შემოწმების, გამოკვლევის, ექსპერტიზის, დიაგნოსტიკის, დისპანსერიზაციის, აღრიცხვიანობისა და მკურნალობის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 დეკემბრის N317/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 01-44/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110921004, 21/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 470040000.22.035.016091
  • Word
01-44/ნ
20/09/2011
ვებგვერდი, 110921004, 21/09/2011
470040000.22.035.016091
,,ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთა შემოწმების, გამოკვლევის, ექსპერტიზის, დიაგნოსტიკის, დისპანსერიზაციის, აღრიცხვიანობისა და მკურნალობის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 დეკემბრის N317/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
,,ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთა შემოწმების, გამოკვლევის, ექსპერტიზის, დიაგნოსტიკის, დისპანსერიზაციის, აღრიცხვიანობისა და მკურნალობის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 დეკემბრის N317/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-44/ნ

2011 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთა შემოწმების, გამოკვლევის, ექსპერტიზის, დიაგნოსტიკის, დისპანსერიზაციის, აღრიცხვიანობისა და მკურნალობის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 დეკემბრის 317/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის (საქართველოს მინისტრის ნორმარიული აქტი) პირველი პუნქტის, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთა შემოწმების, გამოკვლევის, ექსპერტიზის, დიაგნოსტიკის, დისპანსერიზაციის, აღრიცხვიანობისა და მკურნალობის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 დეკემბრის 317/ნ ბრძანებით (სსმ III, 2003 წელი, 146, მუხ.1197) დამტკიცებულ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მდგომარეობის ფაქტის დადგენის წესის შესახებ (დანართი I)“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. გამოკვლევა ტარდება შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ექიმის მიერ. დაუშვებელია ალკოჰოლური და სხვა სახის თრობის მდგომარეობის დადგენის ჩატარება სამედიცინო ან საექსპერტო დაწესებულების გარეთ.“.

2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. გამოკვლევის ყველა შემთხვევა ფიქსირდება სათანადო სარეგისტრაციო ჟურნალში დადგენილი ერთიანი წესით ან ივსება შესაბამისი ელექტრონული ფორმა, რომელიც სავალდებულოა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: გამოსაკვლევი პირის სახელი, გვარი; პირადი ნომერი; მისამართი; რეგისტრაციის თარიღი; ინფორმაცია გამოკვლევის დამნიშნავის შესახებ (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა); დასკვნის (შედეგის) რეგისტრაციის თარიღი.“

3. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. ალკოჰოლური თრობის მდგომარეობის დადგენის მიზნით გამოსაკვლევ პირს უტარდება კლინიკური შემოწმება, ლაბორატორიული ანალიზი ამონასუნთქ ჰაერში ან სხვა ბიოლოგიურ მასალაში ორგანიზმში ეთილის ალკოჰოლის შემცველობის დაზუსტების მიზნით. ლაბორატორიული ანალიზების რეგისტრაცია ხდება დადგენილი ფორმის ჟურნალში ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმა სავალდებულოა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: გამოსაკვლევი პირის სახელი, გვარი; პირადი ნომერი; მისამართი; რეგისტრაციის თარიღი; ინფორმაცია გამოკვლევის დამნიშნავის შესახებ (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა); დასკვნის (შედეგის) რეგისტრაციის თარიღი. ეთილის ალკოჰოლის განსაზღვრის ლაბორატორიული ანალიზი უნდა ჩატარდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტის შესაბამისად იმ მეთოდით, რომელსაც მიუთითებს ექიმი.“.

4. მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

13. დასკვნა ეცნობება გამოსაკვლევ პირს ექიმის მიერ გამოკვლევის დამთავრების შემდეგ.“.

მუხლი 2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი VII-ის თანდართული ფორმა 1 დაწესებულების სარეგისტრაციო ჟურნალის ნიმუში“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ფორმა 1

დაწესებულების სარეგისტრაციო ჟურნალის ნიმუში

N

ფორმა NIV-200/ა ან დასკვნის N

ვის მიერ არის წარმოდგენილი

გამოსაკვლევის გვარი, სახელი

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის N

დაბადების წელი

1

2

3

4

5

6

სქესი

მისამართი

შემოწმების ზუსტი დრო და ადგილი

გამომკვლევი ექიმი

დასკვნა

7

8

9

10

11

მუხლი 3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი VII-ის თანდართულ ფორმა 3-ში ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნა” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გვარი, სახელი, პირადი ნომერი --------------------------------------------------------

წლოვანება (დაბადების წელი) -------------------------------------------------------------

სამედიცინო შემოწმების ჩატარების ზუსტი დრო----------------------------------------

ვინ ჩაატარა სამედიცინო შემოწმება-------------------------------------------------------

2. ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი.

3. ამოღებულ იქნეს მე-8 პუნქტი.

4. ამოღებულ იქნეს მე-12 პუნქტი.

5. ამოღებულ იქნეს მე-16 პუნქტი.

მუხლი 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ურუშაძე