დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საოქმო განჩინება „ბლექ სი ინვესტი“-ს მიმართ რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/647-11 |
| დოკუმენტის მიმღები | ქუთაისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 12/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110920005, 22/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საოქმო განჩინება
2011 წლის 12 სექტემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე
მოვალე: შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ დირექტორის – როლანდ ჩანტლაძის,
კრედიტორების: ელგუჯა გუგუშვილის წარმომადგენლის ეკატერინე გუგუშვილის, ელენე ბურჭულაძის, შპს ,,ბი-ეს-აი კონსალტინგის’’ წარმომადგენლის მარიამ მაზანაშვილის, სოფიო გეგენავას წარმომადგენლის მამუკა ბარამიძის, სამშენებლო კომპანია ,,ანაგის’’ წარმომადგენლის დავით ანდღულაძის, რეჯებ გაბრუშიძის წარმომადგენლის მავილე გაგრუშიძის, ირმა გოგშელიძის, გალაქტიონ ახვლედიანის, თეა შაყულიშვილის, თინათინ შალამბერიძის, იოსებ ალავიძის, ლევან ალავიძის, ვანდა ანთიძის, ლელა აბესალმიძის, გიორგი კობერიძის და ხათუნა მამასახლისის წარმომადგენლის დავით მეცხოვრიშვილის, ლიანა გარუჩავას, ნინო ზუხბაიას, ლანა ვარდმანიძის და ლევან გუგუნავას წარმომადგენლის როლანდ ჩანტლაძის, ლიანა ბახლიშვილის წარმომადგენლის დავით ლომოურიძის, მომრიგებელი საბჭოს წევრების ვლადიმერ სალაძის, ოთარ კახაძის, როლანდ ჩანტლაძის მონაწილობით განიხილა მოვალის რეაბილიტაციის საკითხი;
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-4, მე-5, მე-7, 33-ე, 43-ე, 44-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მომრიგებელი საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად დაიწყოს შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ რეაბილიტაციის საქმის წარმოება.
2. განემარტოს კრედიტორებს, რომ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში უნდა დანიშნონ რეაბილიტაციის მმართველი და განსაზღვრონ რეაბილიტაციის გეგმის მომზადების ვადა.
3. განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
სხდომის თავმჯდომარე გ. აბუსერიძე
სხდომის მდივანი ა. გაბრიჭიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები