„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 534
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 20/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110920004, 20/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016321
  • Word
534
20/09/2011
ვებგვერდი, 110920004, 20/09/2011
010340000.08.002.016321
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №534

2011 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის (დანართი №1) შენიშვნის მე-5 პუნქტ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით წარგზავნილ (მივლინებულ) იმ პირთა სამივლინებო ხარჯები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, შესაძლებელია ანაზღაურდეს ამ ბრძანებულებით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით, შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის და საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“.

2.   ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ.  სააკაშვილი