„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 9 სექტემბრის №127 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 128
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 15/09/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110920002, 22/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.123.016080
  • Word
128
15/09/2011
ვებგვერდი, 110920002, 22/09/2011
190020020.35.123.016080
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 9 სექტემბრის №127 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება 128

2011 წლი 15 სექტემბერი

ქ. ქუთაისი       

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის 57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 9 სექტემბრის 127 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ

ქალაქ ქუთაისის საკრებულო აღნიშნავს, რომ „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის 57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 9 სექტემბრის 127 დადგენილება მიღებულ იქნა საკრებულოს რიგგარეშე 25-ე სხდომაზე, რომლის გამოცემისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე–3 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ, დადგენილების მიღებიდან სამი დღის ვადაში არ იქნა განმარტებული მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესი.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ბათილად იქნეს ცნობილი „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის 57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 9 სექტემბრის 127 დადგენილება.

მუხლი 2. ააიპ „ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დაფინანსების მუხლიდან ააიპ  „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ყინულის მოედნის დაფინანსების მუხლში ზემოაღნიშნული დადგენილებით გადატანილი თანხა: 209,5 ათასი ლარი ასახულ იქნეს ააიპ  „ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დაფინანსების მუხლში.

მუხლი 3. ქალაქ ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლების, კერძოდ, „შემოსავალი სანქციებიდან და ჯარიმებიდან (ჯარიმები და საურავები)“ განსაზღვრული გეგმა შემცირდეს ქალაქ ქუთაისში განთავსებული იუსტიციის სახლისათვის ავეჯის შესაძენად გამოყოფილი თანხის ოდენობით.

მუხლი 4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე          ა.ხვადაგიანი