„დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე

  • Word
„დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 700
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/09/2011
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110919009, 20/09/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
700
16/09/2011
ვებგვერდი, 110919009, 20/09/2011
„დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №700

2011 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის 266 ბრძანების მე-18 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის                       2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. დასრულდეს „დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოება.

2. განკარგულება ეცნობოს „დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ მარეგისტრირებელ ორგანოს და ინფორმაცია „დედოფლისწყაროს საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-2 კილომეტრი 6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

. ნადარაია