„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 156/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 16/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110916020, 21/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016193
  • Word
156/ნ
16/09/2011
ვებგვერდი, 110916020, 21/09/2011
040030000.22.022.016193
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №156/ნ

2011 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანები (სსმ III, 15.09.2010 წ., №117, მუხ. 1733) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ2 - ,,პ6”ქვეპუნქტები:

,,პ2) განსაზღვრავს ეროვნული შეფასების ამოცანებსა და მიზნებს, შეიმუშავებს ეროვნული შეფასების სისტემის ძირითად მიმართულებებს, შეფასების სფეროს განვითარების მიზნით ატარებს შესაბამის კვლევებს;

3) ატარებს მოსწავლეთა და სტუდენტთა მიღწევების ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებებს, აგროვებს მონაცემებს, ახორციელებს მათ ანალიზს და ამზადებს ანგარიშს, შეიმუშავებს საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს;

4) ახორციელებს ეროვნული შეფასების პროცესის დაგეგმვას, მართვას და ადმინისტრირებას;

5) ამყარებს ურთიერთობებს შეფასების საერთაშორისო ცენტრებთან, დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ახორციელებს შეფასების სფეროში მიმდინარე პროექტების კოორდინაციას;

6) ახორციელებს საერთაშორისო პრაქტიკის კვლევას, გამოცდილების გაზიარების მიზნით.”;

) მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე. დირექტორის პირველ მოადგილეს და მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის პირველი მოადგილე.

3. დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილის ფუნქციებს განსაზღვრავს დირექტორი.”;

გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ” ქვეპუნქტი:

,,ვ) შეფასების სამსახური.”;

დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,111” მუხლი:

,,მუხლი 111. შეფასების სამსახურის ფუნქციები

შეფასების სამსახური:

 ა) განსაზღვრავს ეროვნული შეფასების ამოცანებსა და მიზნებს, შეიმუშავებს ეროვნული შეფასების სისტემის ძირითად მიმართულებებს, შეფასების სფეროს განვითარების მიზნით ატარებს შესაბამის კვლევებს;

ბ) ატარებს მოსწავლეთა და სტუდენტთა მიღწევების ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებებს, აგროვებს მონაცემებს, ახორციელებს მათ ანალიზს და ამზადებს ანგარიშს, შეიმუშავებს საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს;

გ) ახორციელებს ეროვნული შეფასების პროცესის დაგეგმვას, მართვას და ადმინისტრირებას;

დ) ამყარებს ურთიერთობებს შეფასების საერთაშორისო ცენტრებთან, დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ახორციელებს შეფასების სფეროში მიმდინარე პროექტების კოორდინაციას;

ე) ახორციელებს საერთაშორისო პრაქტიკის კვლევას, გამოცდილების გაზიარების მიზნით.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი