„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 524
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110916015, 16/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 120010000.08.002.016319
  • Word
524
16/09/2011
ვებგვერდი, 110916015, 16/09/2011
120010000.08.002.016319
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №524

2011 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;”;

ბ) მე-4 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შიდა აუდიტს ოფისში და სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი