„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 13/09/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110916006, 19/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240030.32.057.016063
  • Word
42
13/09/2011
ვებგვერდი, 110916006, 19/09/2011
010240030.32.057.016063
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება 42

2011 წლის 13 სექტემბერი

ქ. ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის 39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატეის შეტანის თაობაზე

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შე­სა­ხებ აჭა­­­­რი­ს ავტო­ნო­მიუ­რი რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შე­სა­ბა­მი­სად:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუ­ბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის 39 დადგენილებით დამტკი­ცე­ბულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში (გაზეთი აჭარა 2007 წლის 6 აპრილი 54 (22.798) გვ. 11-13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იური­დიული პირები”.

ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფეია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი;

გ) სოციალური დაცვის დეპარტამენტი;

) დევნილთა და განსახლების დეპარტამენტი;

) იურიდიული დეპარტამენტი;

ვ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;

ზ) ბიუჯეტის დაგეგმისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;

თ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“

გ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იური­­დიული პირებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტ­რი;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო.“.

დ) დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სამინისროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იური­დიული პირების მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირი­­თადი მიმართულებები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.“.

ე) დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისფეროში სახელ­მწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღე­ბა;

ბ) სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტა­მენტთან ერთად ჯანმრთელობის დაცვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;

) ჯანმრთელობის დაცვის მიზნობრივი პროგრამების მართვა, განხორციე­ლე­ბის კონტროლი და შედეგების მონიტორინგი;

დ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომ­სა­ხურების განხორციელებასთან დაკავშირებით ვაუჩერის ფორმის, მისი გაცემისა და გამოყენების წესის პროექტის მომზადება;

ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი პროგ­­რამების განხილვა და ანალიზი;

) კომპეტენციის ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო სტანდარ­ტე­ბის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შიდა სტანდარტების შემუ­შავებაში სამედიცინო დაწესებულებებისათვის მეთოდური დახმარება;

) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულ მიმართულებათა გან­საზ­ღვრა და მათი განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობა;

ი) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესში მონა­წილეობის მიღება;

კ) სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების პერიოდული კორექტირება და ხელმძღ­ვანე­ლო­ბისათვის შესაბამისი წინადადებიბის წარდგენა.“.

ლ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა;

ვ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-81 მუხლი:

     „მუხლი 81. სოციალური დაცვის დეპარტამენტი

სოციალური დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტა­მენტ­თან ერთად სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;

) სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამების მართვა, განხორციელების კონტროლი და შედეგების მონიტორინგი;

) სოციალურ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორ­ციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

) სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელი სამართლებრივი აქტე­ბის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობა;

ვ) მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორ­ციე­ლებაში ხელშეწყობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ჯანმრთელობის უფლების დარღვევასთან დაკავში­რე­ბული საჩივრების მიღება, გამოკვლევა, დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;

თ) სამედიცინო დაწესებულებებში კონფლიქტების არსებობის შემთხვევაში მედია­ტო­რის ფუნქციის განხორციელება;

ი) პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა;

კ) პაციენტსა და სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში მზღვეველსა და სამედიცინო პროვაიდერს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, მედიატორის ფუნქციის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.“.

ზ) დებულების მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

თ) დებულების მე-12 მუხლის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების სააგენ­ტო­სათვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვების წარსადგენი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება”;

ი) დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარ­ტა­მენ­ტის (შემდგომში –დეპარტამენტი) ძი­რი­თა­დი ფუნქციები და ამოცანებია:

 ა) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა;

 ბ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

 გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინე­ბული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა;

) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზა­დება;

ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს მიერ განხორციე­ლე­ბულ სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშების მომზადება და წარდგენის უზ­რუნ­ველყო­ფა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;

ვ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მიზნობრივი პროგრა­მების შემუშავება.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

3. დადგენილების 1-ლი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ამოქმედდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე      ლ. ვარშალომიძე