დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 189 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110916001, 16/09/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 16/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.025.016038 |
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №189
2011 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 (სსმ 18.03.2011წ., ვებგვერდი 110318015) ბრძანებაში (შემდგომში – ბრძანება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების (შემდგომში – ბუნებრივი რესურსების სააგენტო):
ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) აპარატი.“.
ბ) მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. აპარატის ფუნქციებია:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) პროტოკოლის საქმიანობა, სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების შეხვედრების ორგანიზება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროექტების განხორციელების კოორდინაცია;
ე) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.“.
2. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების №1 დანართით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულების:
ა) მე-2 მუხლის „გ“ და „დ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სააგენტოს შიდა ქართლის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ხაშური, ბორჯომის ქ. №18.
დ) სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. მცხეთა, მუხრანის ქ. №17ა;“.
ბ) მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ. № 58.“.
გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სააგენტო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება;“.
დ) მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სააგენტოს სამსახურის ტყის მართვის სამმართველოს თანამშრომლები, ხოლო სააგენტოს სამსახურის სხვა თანამშრომლები სააგენტოს სამსახურის უფროსის დავალებით უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და უზრუნველყონ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.“.
3. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების №2 დანართით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - ბუნებრივი რესურსების აჭარის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) აჭარის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება;“.
4. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების №3 დანართით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახურის დებულების:
ა) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. შავი ზღვის სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. 5.“.
ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება, მათ შორის რეგულირების ობიექტს დადგენილი წესით დააკისროს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში წარადგინოს შესაბამისი სარჩელი სასამართლოში;“.
გ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და გამოაქვს შესაბამისი დადგენილება, მათ შორის სამართალდამრღვევს დადგენილი წესით აკისრებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 16 სექტემბრიდან.
ა. ხეთაგური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები