„ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქუჩებში, სკვერებში, სასაფლაოებზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გაშვების აკრძალვისა და დაჭერილი პირუტყვის შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/09/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110915023, 16/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016059
  • Word
32
15/09/2011
ვებგვერდი, 110915023, 16/09/2011
010250050.35.152.016059
„ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქუჩებში, სკვერებში, სასაფლაოებზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გაშვების აკრძალვისა და დაჭერილი პირუტყვის შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №32

2011 წლი 15 სექტემბერი

ქ. დუშეთი

„ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქუჩებში, სკვერებში, სასაფლაოებზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გაშვების აკრძალვისა და დაჭერილი პირუტყვის შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქუჩებში, სკვერებში, სასაფლაოებზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გაშვების აკრძალვისა და დაჭერილი პირუტყვის შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 აგვისტოს №29 დადგენილებაში (სსმ 25/08/2011წ) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვების აკრძალვისა და დაჭერილი პირუტყვის შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აიკრძალოს ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვება“;

გ) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამტკიცდეს ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე დაჭერილი პირუტყვის შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქცია (დანართი1)“;

დ) დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე დაჭერილი პირუტყვის შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქცია“;

ე) ინსტრუქციის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე – ბულვარში, პარკში ან სკვერში პირუტყვის გაშვების აღკვეთის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულება ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან (შემდგომში შემსრულებელი)“;

ვ) ინსტრუქციის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცხოველის სადღეღამისო კვება, შენახვა და განაცხადის გამოქვეყნება განხორციელდეს პირუტყვის მესაკუთრის ხარჯზე, დაჭერილი ცხოველის მეთვალყურეობის მომსახურების თანხა განისაზღვროს დღეში არა უმეტეს 10 (ათი) ლარით.“;

ზ) ინსტრუქციის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.“;

თ) ინსტრუქციის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „9. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაკისრებულ ჯარიმას იხდის 20 (ოცი) დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე         ც. საძაგლიშვილი