„შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 346
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110915017, 15/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016506
  • Word
346
14/09/2011
ვებგვერდი, 110915017, 15/09/2011
040170020.10.003.016506
„შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №346

2011 წლის 14  სექტემბერი

ქ. თბილისი

„შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „შპს „საქართველოს ლატარიის კომპანი­ის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წე­სის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №322 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შემდეგი პირობებიდან ერთ‑ერთის არსებობისას:

ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 3 000 000 ლარს; 

ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;

გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემ­თხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუ­დო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;

დ) თუ ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმჯო­ბე­სე­ბული პარამეტრების მქონე საქონლით ჩანაცვლება;

ე) თუ საქონლის ან მომსახურების შესყიდვა ხორციელდება კომპანიის პარტნიორისაგან ან კომპანიის პარტნიორის მიერ მართვის უფლებით გადა­ცე­მული წილის მფლობელისაგან.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                      ნ. გილაური