დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 346 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110915017, 15/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.016506 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №346
2011 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №322 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შემდეგი პირობებიდან ერთ‑ერთის არსებობისას:
ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 3 000 000 ლარს;
ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;
გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;
დ) თუ ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე საქონლით ჩანაცვლება;
ე) თუ საქონლის ან მომსახურების შესყიდვა ხორციელდება კომპანიის პარტნიორისაგან ან კომპანიის პარტნიორის მიერ მართვის უფლებით გადაცემული წილის მფლობელისაგან.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები