„შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 345
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110915016, 15/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016505
  • Word
345
14/09/2011
ვებგვერდი, 110915016, 15/09/2011
040170020.10.003.016505
„შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 345

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

 შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სახსრებით   საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის №80 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.  ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შპს საქართველოს გაერთიანებული წყალ­მომარაგების კომპანიის სახსრებით საქონლისა და მომსახურების შეს­ყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის №80 დადგენილებით (სსმ, 2010 წელი, მუხლი 458) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებ:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს;“.

2.  მე-16 მუხლის 11 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს ზეპირი ფორმით, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით:

ა)   დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ, თუ ერთეული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს;

ბ)  ფიქსირებული სატელეფონო ქსელის მომსახურების შესყიდვის დროს;

გ) ინტერნეტით გამოწერის გზით განხორციელებული შესყიდვის დროს, თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს;

დ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვის დროს.“.

3. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ:

ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორე­ბა (ავანსი); და

ბ) შესყიდვის საერთო ღირებულება აღემატება 200 000 ლარს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი                                                                                                          . გილაური